BIM X
ᲐᲞᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ

ᲐᲞᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ.

გახსენით აპლიკაცია და დაიწყეთ მუშაობა.

ჩემი შეძენები
ახალი პირველ რიგში · 12 ArtCraft · 10 აპი ↓
ღია კოდის აპლიკაციები ArtCraft · Crafting Apps (10) ფოტო, ვიდეო, ვექტორი, PDF, მაკეტი, ხმა, პრეზენტაცია და CAD — იხსნება აქვე, საიტზე, ბრაუზერში. ინსტალაცია და ანგარიში არ სჭირდება.
PhotoCraftფოტოს რედაქტირება

რასტრული რედაქტორი Photoshop-ის ტიპის სამუშაო პროცესით: ფენები, ნიღბები, კორექციის ფენები, ფენის სტილები, ტექსტი, ვექტორები, ფუნჯები და PSD ფაილები. ადრეული ალფა.

ავტორი
© 2026 ArtCraft Team and the PhotoCraft contributors
ლიცენზია
MIT / Apache-2.0 · LICENSE-APACHE · LICENSE-MIT
ვერსია
0.7.0
LightCraftფოტო ბიბლიოთეკა და RAW

ფოტოების ბიბლიოთეკა და RAW ფაილების დამუშავება Lightroom-ის ტიპის სამუშაო პროცესით. ფოტოები თქვენს მოწყობილობაზე რჩება.

ავტორი
© 2026 ArtCraft Team and the LightCraft contributors
ლიცენზია
MIT / Apache-2.0
მალე
FilmCraftვიდეოს მონტაჟი

ვიდეოს მონტაჟი, ფერი და ხმა Premiere Pro-ს ტიპის სამუშაო პროცესით.

ავტორი
© 2026 ArtCraft Team and the FilmCraft contributors
ლიცენზია
MIT / Apache-2.0
მალე
VectorCraftვექტორული ილუსტრაცია

ვექტორული გრაფიკა Illustrator-ის ტიპის სამუშაო პროცესით. აქტიურ განვითარებაშია.

ავტორი
© 2026 ArtCraft Team and the VectorCraft contributors
ლიცენზია
MIT / Apache-2.0
მალე
PdfCraftPDF-ის სამუშაო მაგიდა

PDF-ის კითხვა, დალაგება, გაერთიანება, დაყოფა და დაცვა — Acrobat-ის ტიპის აპი, ანგარიშისა და ტელემეტრიის გარეშე.

ავტორი
© 2026 ArtCraft Team and the PdfCraft contributors
ლიცენზია
MIT / Apache-2.0
მალე
EffectCraftმოძრავი გრაფიკა და ეფექტები

კომპოზიციები, ფენები, კადრები, ეფექტები, 3D კამერა და განათება, რენდერის რიგი — After Effects-ის ტიპის სამუშაო პროცესი.

ავტორი
© 2026 ArtCraft Team and the EffectCraft contributors
ლიცენზია
MIT / Apache-2.0 · LICENSE-APACHE · LICENSE-MIT
ვერსია
0.8.0
DesignCraftგვერდების მაკეტი

გვერდების მაკეტი და გამოცემა InDesign-ის ტიპის სამუშაო პროცესით.

ავტორი
© 2026 ArtCraft Team and the DesignCraft contributors
ლიცენზია
MIT / Apache-2.0
მალე
SoundCraftხმის ჩაწერა და მიქსი

ციფრული აუდიო სადგური Pro Tools-ის ტიპის სამუშაო პროცესით: მრავალტრეკიანი მონტაჟი, მიქსერი, MIDI, ჩაწერა. ძალიან ადრეული (pre-alpha).

ავტორი
© 2026 ArtCraft Team and the SoundCraft contributors
ლიცენზია
MIT / Apache-2.0
მალე
DeckCraftპრეზენტაციები

პრეზენტაციები თემებით, ცხრილებით, დიაგრამებით და ანიმაციით; ხსნის და ინახავს PowerPoint-ის ფაილებს. ადრეულ განვითარებაშია.

ავტორი
© 2026 ArtCraft Team and the DeckCraft contributors
ლიცენზია
MIT / Apache-2.0
მალე
CADCraftCAD ხაზვა

კომპიუტერული ხაზვა AutoCAD-ის ტიპის სამუშაო პროცესით: ბრძანების ხაზი, მიბმები, ფენები, ზომები, დაშტრიხვა, ბლოკები და DXF ნახაზები. ადრეულ განვითარებაშია.

ავტორი
© 2026 ArtCraft Team and the CADCraft contributors
ლიცენზია
MIT / Apache-2.0 · LICENSE-APACHE · LICENSE-MIT
ვერსია
0.5.0

ეს აპლიკაციები BIM X-ის ნამუშევარი არ არის. მათი ავტორია ArtCraft Team და კონტრიბუტორები; საავტორო უფლება ეკუთვნის მათ და ისინი ვრცელდება MIT ან Apache-2.0 ლიცენზიით. საიტზე დაყენებულია უცვლელი ოფიციალური ვებ-ვერსიები, ლიცენზიის ფაილებთან ერთად. ArtCraft-ის სახელი და ლოგო ArtCraft Team-ის სავაჭრო ნიშნებია. Photoshop, Lightroom, Premiere Pro, Illustrator, Acrobat, After Effects, InDesign (Adobe), Pro Tools (Avid), PowerPoint (Microsoft) და AutoCAD (Autodesk) მათი მფლობელების ნიშნებია და აქ მხოლოდ სამუშაო პროცესის აღსაწერად არის ნახსენები.

BIMX Board · პრეზენტაციის დაფები — რენდერიდან და ნახაზიდან
BIMX Board · პრეზენტაციის დაფები — რენდერიდან და ნახაზიდან
ახალიუფასო

ჩააგდეთ რენდერები, გეგმები, ჭრილები, კვანძები და მასალების ფოტოები — BIMX Board მათგან პრეზენტაციის დაფას აწყობს. აპი ამოიცნობს, რომელია ნახაზი და რომელი რენდერი, ზუსტად ამოიღებს ფერთა პალიტრას…

JPG, PNG, WEBP: რენდერი, ფოტო, გეგმა, ჭრილი, ფასადი, კვანძი, გენგეგმა, მასალის ფოტო · A1–A4 (ჰორიზ. / ვერტ.), Instagram 4:5 და 1:1, Story, სლაიდი 16:9 · ექსპორტი PNG, JPG, PDF, SVG, პროექტის ფაილი
უფასოv1.16.0
ახალიუფასო

BIMX Board · პრეზენტაციის დაფები — რენდერიდან და ნახაზიდან

ჩააგდეთ რენდერები, გეგმები, ჭრილები, კვანძები და მასალების ფოტოები — BIMX Board მათგან პრეზენტაციის დაფას აწყობს. აპი ამოიცნობს, რომელია ნახაზი და რომელი რენდერი, ზუსტად ამოიღებს ფერთა პალიტრას (HEX კოდებით), რენდერზე მოძებნის მასალების ნიმუშებს (ქვა, ხე, ბეტონი, მინა, მცენარეული…) და დაალაგებს 7 შაბლონიდან ერთ-ერთით: პროექტის დაფა, მასალების დაფა ისრებით, ფასადის ანალიზი (ხაზოვანი ნახაზი | რენდერი), გენგეგმა / ლანდშაფტი, ადგილის ანალიზი ფენებად (იზომეტრია), განწყობის დაფა, მარშრუტი და ხედები. ყველაფერი რედაქტირდება: ტექსტი, შრიფტი, ზომა, სისქე, ფერი, სტრიქონთაშორისი, ასოთაშორისი, ხაზის სისქე, ჩარჩოს ფორმა (მართკუთხა, მომრგვალებული, წრე, ელიფსი, თაღი, იზომეტრიული ფენა), ეფექტი (შავ-თეთრი, რბილი, თბილი, ცივი, ორფერი, შეფერვა, ხაზოვანი ნახაზი), მასალების ჭრა და სახელები, ხატულები, ცხრილები, ნიშნულები ნომრებით და ავტომატური აღნიშვნები, ჩრდილოეთის ისარი, მასშტაბი, სიმაღლის ნიშნულები; ფერთა თემები და ერთი სლაიდერით ყველა ტექსტისა და ხაზის ზომა. ექსპორტი: PNG / JPG / PDF ბეჭდვისთვის (DPI-ის არჩევით), SVG ვექტორად, პროექტის ფაილი. ყველაფერი ბრაუზერში მუშავდება — სურათები არსად იგზავნება.

ვერსია
1.16.0
ფორმატი / მოთხოვნები
JPG, PNG, WEBP: რენდერი, ფოტო, გეგმა, ჭრილი, ფასადი, კვანძი, გენგეგმა, მასალის ფოტო · A1–A4 (ჰორიზ. / ვერტ.), Instagram 4:5 და 1:1, Story, სლაიდი 16:9 · ექსპორტი PNG, JPG, PDF, SVG, პროექტის ფაილი
გახსნა
საიტზე ან ცალკე ფანჯარაში
ინსტალაცია
არ საჭიროებს
ინსტრუქცია
1. „ფაილები“: ჩააგდეთ სურათები. ტიპი (რენდერი, გეგმა, ჭრილი…) ავტომატურად გამოიცნობა — საჭიროებისამებრ შეცვალეთ. 2. „შაბლონი“: აირჩიეთ ზომა და განლაგება — დაფა აეწყობა. 3. დააჭირეთ ნებისმიერ ელემენტს და მარჯვნივ შეცვალეთ ყველაფერი; გადაათრიეთ, გაადიდეთ, დაალაგეთ. 4. „① ნიშნული“ → დააჭირეთ სურათზე: ნომერი ისრით; მიწერილი ტექსტი „აღნიშვნებში“ ჩაიწერება. 5. „ექსპორტი“: PNG / JPG / PDF / SVG ან პროექტის ფაილი. სამუშაო ინახება ამ ბრაუზერში. მასალების სახელები და რენდერიდან ამოღებული ხაზები ავტომატური შეფასებაა — გადაამოწმეთ.
ფასიუფასო
აპის გახსნა ↗
BIMX Finish · იატაკი, კედლები, ჭერი — მასალების კალკულატორი
BIMX Finish · იატაკი, კედლები, ჭერი — მასალების კალკულატორი
ახალიუფასო

დახაზეთ ოთახები ისე, როგორც AutoCAD-ში — ბრძანებების ხაზით (L, REC, ზუსტი სიგრძე კურსორის მიმართულებით, @dx,dy, @სიგრძე<კუთხე), მიბმით წვეროებზე, შუა წერტილებზე და კედლებზე, ორთოთი და 15°-იანი კუთხეებით,…

გეგმა (როგორც AutoCAD-ში: ბრძანებების ხაზი, ზუსტი ზომები, მიბმა, ორთო, DXF ქვეშ) · ლამინატი, პარკეტი („ნაძვის ხე“, „შევრონი“, „კალათა“), ვინილი, კერამოგრანიტი, მეტლახი, კაფელი, ხალიჩა / ლინოლეუმი · წყობის ვარიანტები · მოჭიმვა, თვითსწორებადი · ბათქაში, თაბაშირმუყაო, შპაკლი, საღებავი, შპალერი, კაფელი · თაბაშირმუყაოს, გაჭიმული, კასეტური, რეიკური, პანელური ჭერი · ხარჯთაღრიცხვა → PDF, CSV, DXF
უფასოv1.14.0
ახალიუფასო

BIMX Finish · იატაკი, კედლები, ჭერი — მასალების კალკულატორი

დახაზეთ ოთახები ისე, როგორც AutoCAD-ში — ბრძანებების ხაზით (L, REC, ზუსტი სიგრძე კურსორის მიმართულებით, @dx,dy, @სიგრძე<კუთხე), მიბმით წვეროებზე, შუა წერტილებზე და კედლებზე, ორთოთი და 15°-იანი კუთხეებით, ან აირჩიეთ მზა ფორმა (მართკუთხედი, L, T, U); დაამატეთ კარები, ფანჯრები, ღიობები და სვეტები; ჩადეთ DXF ნახაზი ქვეშ და ჩაკეტილ კონტურზე დაჭერით აქციეთ ოთახად. იატაკი: მოჭიმვა (მზა ნარევი ან ცემენტი + ქვიშა 1:3 — ტომრები, ქვიშის მ³ და ტონა, წყალი, ფიბრა, ბადე, აპკი, დემპფერული ლენტი, შუქურები, თბოიზოლაცია), თვითსწორებადი ნარევი და გრუნტი — მინიმალური სისქით და ფუძის სხვაობით; საფარი: ლამინატი, პარკეტი, ვინილი, კერამოგრანიტი, მეტლახი, კაფელი, მოზაიკა, ხალიჩა / ლინოლეუმი — ზომებით, ნაკერით, ღრეჩოთი და შეკვრით. აპი ფილას თუ ფიცარს ნაჭერ-ნაჭერ აწყობს და ათეულობით ვარიანტს გთავაზობთ (პირდაპირი, აგურისებრი ½ ⅓ ¼, ლამინატის წესით ნარჩენიდან, დიაგონალური, „ნაძვის ხე“ 45° / 90°, ორმაგი „ნაძვის ხე“, „შევრონი“, „კალათა“; კუთხიდან, ცენტრიდან, ოპტიმალური წანაცვლებით) — თითოეულზე: მთელი და ჭრილი ნაჭრები, ნარჩენიდან გამოყენებული ნაჭრები, საყიდელი ცალი და შეკვრა, ნარჩენი %, უმცირესი ნაჭერი, ჭრის სია; წყობის გადაადგილება თითით. ასევე: ფილის წებო, ფუგა (ფორმულით), ჯვრები, კლიპები, ქვესაფენი, ორთქლის ბარიერი, პარკეტის წებო და ლაქი, ჰიდროიზოლაცია, პლინტუსი კუთხეებით, ზღურბლები. კედლები: ბათქაში (თაბაშირის / ცემენტის), თაბაშირმუყაო კარკასით, შპაკლი, გრუნტი, საღებავი (ქილების საუკეთესო კომბინაცია), შპალერი (ზოლები და რულონები ნახატის ბიჯით), კაფელი სასურველ სიმაღლემდე წყობით — ღიობებისა და ფერდოების გათვალისწინებით. ჭერი: შეღებილი; თაბაშირმუყაო CD/UD კარკასით (პროფილები, საკიდები, „ობობები“, დამაგრძელებლები, ანკერები, თვითმჭრელები, ფურცლები, ნაკერი) და კოლოფით პერიმეტრზე; გაჭიმული (ტილო, ნაკერი, პროფილი, ჩანართი, სანათები); კასეტური 600×600; რეიკური; პანელური; კარნიზი. ხარჯთაღრიცხვა: ოთახის ან მთელი პროექტის მასალები ფასებით და სამუშაოს ფასით, ანგარიში PDF-ად, CSV, DXF. ნორმები მწარმოებლის მონაცემებით იცვლება.

ვერსია
1.14.0
ფორმატი / მოთხოვნები
გეგმა (როგორც AutoCAD-ში: ბრძანებების ხაზი, ზუსტი ზომები, მიბმა, ორთო, DXF ქვეშ) · ლამინატი, პარკეტი („ნაძვის ხე“, „შევრონი“, „კალათა“), ვინილი, კერამოგრანიტი, მეტლახი, კაფელი, ხალიჩა / ლინოლეუმი · წყობის ვარიანტები · მოჭიმვა, თვითსწორებადი · ბათქაში, თაბაშირმუყაო, შპაკლი, საღებავი, შპალერი, კაფელი · თაბაშირმუყაოს, გაჭიმული, კასეტური, რეიკური, პანელური ჭერი · ხარჯთაღრიცხვა → PDF, CSV, DXF
გახსნა
საიტზე ან ცალკე ფანჯარაში
ინსტალაცია
არ საჭიროებს
ინსტრუქცია
1. „გეგმა“: დახაზეთ ოთახი — ღილაკი „ოთახი“ ან ბრძანება L: დააჭირეთ პირველ წერტილს (ან ჩაწერეთ 0,0), მიმართეთ კურსორი და ჩაწერეთ სიგრძე (4.2 Enter), ან @3.5,0 / @2.4<90; C — ჩაკეტვა. მართკუთხედი: REC, კუთხე, შემდეგ 4.2,3.6. ერთეული (მ / სმ / მმ) ზედა ზოლშია. F8 — ორთო, Alt — მიბმის გარეშე. 2. კარი, ფანჯარა, ღიობი — დააჭირეთ კედელს; ზომები და მდებარეობა მარჯვენა პანელში. სვეტი — ორი კუთხე ოთახის შიგნით. კედლის სიგრძე იცვლება ცხრილში; წვერო და კედელი — გადათრევით; კედელზე ორჯერ დაჭერა — ახალი კუთხე. 3. „იატაკი“: მოჭიმვა და თვითსწორებადი (მინ. სისქე + ფუძის სხვაობა), საფარი, წყობა, მიმართულება, დაწყება; „წყობის ვარიანტები“ — აირჩიეთ საუკეთესო; წითელი წერტილის გადათრევით წყობა გადაადგილდება. 4. „კედლები“: რომელი კედლები, ფუძე (ბათქაში / თაბაშირმუყაო), მოპირკეთება (საღებავი, შპალერი, კაფელი სიმაღლემდე). 5. „ჭერი“: ტიპი და მისი პარამეტრები, კოლოფი, კარნიზი. 6. „ხარჯთაღრიცხვა“: ფასები და სამუშაოს ფასი, „ანგარიში / PDF“, CSV, DXF; „ნორმები“ — მწარმოებლის მონაცემები. პროექტები ავტომატურად ინახება ამ ბრაუზერში; „პროექტები“ → ფაილად შენახვა სხვა კომპიუტერისთვის.
ფასიუფასო
აპის გახსნა ↗
BIMX DIAGRAM · არქიტექტურული დიაგრამები
BIMX DIAGRAM · არქიტექტურული დიაგრამები
ახალიუფასო

ადგილის ანალიზის დიაგრამები და განაშენიანების ვარიანტები ერთი დაჭერით. ახალი: საპრეზენტაციო სტუდია (ზედა ღილაკი „პრეზენტაცია“, DIAGRAM-შიც და DIAGRAM 2-შიც) — გვერდები სლაიდის ან ნახაზის ფურცლის ზომით (16:9,…

საპრეზენტაციო სტუდია: სლაიდები და ფურცლები (16:9, 4:3, 1:1, A0–A4, Letter, Tabloid, საკუთარი ზომა), 7 თემა, 13 განლაგება, 18 გრაფიკი, რიცხვები, ცხრილები, ლეგენდები, რუკები და ნახაზები 38 სტილით, 3D ხედები ორივე დიაგრამიდან, სიმბოლოები და ხატულები, შტამპი, ავტო-პრეზენტაცია, ჩვენება → PDF / PowerPoint / PNG / SVG / HTML · DIAGRAM 2: ფენები და ქვეფენები სტილით, Colorgram პალიტრები, 38 დიაგრამა (16 ერთი დაჭერით) და 8 შესანახი ადგილი, დაშლილი და დასაწყობებული დიაგრამა წრიული ან კვადრატული ფირფიტებით, მზე, ჩრდილი, რადიაცია, ქარის ნაკადი, ტემპერატურა, კომფორტი, ცის ხილვადობა, ხილვადობა, ფეხით მისაწვდომობა, ფეხით სავალობა, ხმაური, დატბორვა, მცენარეულობა, ადგილის ანგარიში, ჭრილი, ლაზერული ჭრა, ფენოვანი SVG / PDF, OBJ / glTF / GLB / 3D DXF, სლაიდები · რუკა: ძებნა სახელით / მისამართით, კონტური, წრე, მართკუთხედი → კონტექსტი, რელიეფი, მზე, ქარი · განაშენიანება: კვარტალი, ზოლები, რიგითი სახლები, კოშკები, სტილობატი — სართულები გაწევით, ბინების მიქსი, კ-1 / კ-2, გამწვანება, პარკინგი, მზე ეზოში, დღის სინათლე (VSC), ხმაური, მანძილები, ოპტიმიზაცია, ვარიანტები, ბრძანებები სიტყვებით · IFC 4 · 3D ნახვის ფაილი · ანგარიში PDF · ნაკვეთი DXF-იდან · 22 სტილი (მაკეტებიც) · საკუთარი მოდელები (GLB, FBX, DAE, OBJ, 3DS, STL, PLY) კონტურში · სტიკერები · ჩრდილების კვლევა, ჭრილი, იზოვისტი · GIS: UTM, GeoJSON, KML, PGW · პრეზენტაცია · PNG / 4K · WebM · A3 · SVG · DXF · GLB / OBJ / STL
უფასოv1.6.0
ახალიუფასო

BIMX DIAGRAM · არქიტექტურული დიაგრამები

ადგილის ანალიზის დიაგრამები და განაშენიანების ვარიანტები ერთი დაჭერით. ახალი: საპრეზენტაციო სტუდია (ზედა ღილაკი „პრეზენტაცია“, DIAGRAM-შიც და DIAGRAM 2-შიც) — გვერდები სლაიდის ან ნახაზის ფურცლის ზომით (16:9, 4:3, A0–A4, Letter, Tabloid ან საკუთარი, ჰორიზონტალურად / ვერტიკალურად), 7 თემა და საკუთარი ფერები / შრიფტები, ბადე და მიბმა, 13 განლაგება; ჩასვით ტექსტი 8 სტილით, 3D ხედები ნებისმიერი სტილით, კამერით ან დაშლილი ფენებით, გეგმები და რუკები 38 დიაგრამის სტილით (წრე, კვადრატი, ნაკვეთი; რუკა ან თანამგზავრი ქვეშ), 18 გრაფიკი (მიწის საფარი, ფუნქციები, სიმაღლეები, სართულები, ქარის ვარდი, მზის გზა, ტემპერატურა, ტენიანობა, რადიაცია, ნალექი, კომფორტი, 15-წუთიანი უბანი…), ძირითადი რიცხვები, ცხრილები, ლეგენდები, ჩრდილოეთის ისრები, მასშტაბის ზოლი, ხატულები, ფიგურები, სტიკერები და სურათები; გადაადგილება, ზომა, მობრუნება, სწორება, ფენების რიგი, ტექსტის რედაქტირება ადგილზე, დაბრუნება; შტამპი (პროექტი, ფურცელი, ავტორი, თარიღი, ნომერი); ავტო-პრეზენტაცია პროექტის მონაცემებიდან; ჩვენება გადასვლებით და შენიშვნებით; ექსპორტი PDF, PowerPoint (ტექსტი რედაქტირებადია), PNG, ვექტორული SVG, HTML სლაიდშოუ და პრეზენტაციის ფაილი. ახალი რეჟიმი BIMX DIAGRAM 2 (ზედა ღილაკი „DIAGRAM 2“): 8 ნაბიჯი — ფენები (რელიეფი, დახრილობა, ბადე, ჰორიზონტალები, ნაკვეთები, ქალაქის კვარტლები, გზები ნამდვილი სიგანით და მათი ქვეფენები, რკინიგზა, ინფრასტრუქტურა, წყალი, მწვანე, ხეები, შენობები ფუნქციით, სართულებით, წლით და ფართით, ბიზნესი, ობიექტები, მოსახლეობის სიმჭიდროვე, სატრანსპორტო დატვირთვა, წარწერები; ადგილი წრეში, კვადრატში ან ნაკვეთის კონტურში), სტილი (ფერი, კონტური, სისქე, გამჭვირვალობა, წყვეტილი ხაზი, ხაზის ბოლო, სიმაღლის მამრავლი, Colorgram პალიტრები, შაბლონები JSON-ად), ანალიზი (ჩრდილი, მზის საათები და რადიაცია მიწაზე და ფასადებზე, ქარის ნაკადი ნაწილაკებით, ზედაპირის ტემპერატურა, თერმული კომფორტი, ცის ხილვადობა, ხილვადობის ზონა, ფეხით მისაწვდომობა 5/10/15 წთ, ფეხით სავალობა, ქუჩის ხმაური შენობების ეკრანირებით, დატბორვის რისკი, მცენარეულობის ინდექსი), 38 დიაგრამა გალერეაში ძებნით და 8 შესანახი ადგილი, დაშლილი აქსონომეტრია და შენახული დიაგრამების დასაწყობება (ფირფიტების გადალაგება, დუბლირება), 3D რეჟიმები, ექსპორტი (PNG 8K-მდე, ფენოვანი SVG და PDF, OBJ / glTF / GLB / 3D DXF, ლაზერული ჭრის ფურცლები, ანალიზის სლაიდები) და ადგილის ანგარიში (ქარი, ტენიანობა, რადიაცია, ტემპერატურა, კომფორტი, ტრანსპორტი 10 წთ-ში, 15-წუთიანი უბანი). ანალიზები სწრაფი, ადრეული ეტაპის შეფასებებია. განაშენიანება: ნაკვეთის კონტურში იქმნება პერიმეტრული კვარტალი (ჩაკეტილი, გასასვლელებით ან სამხრეთით ღია), კორპუსების ზოლები, წერტილოვანი კოშკები, სტილობატი კოშკებით ან მაქსიმალური მოცულობა — სიმაღლის პროფილით (მრავალფეროვანი, თანაბარი, სამხრეთით დაბალი მზისთვის, კუთხის აქცენტი), სიმაღლის ზღვრით და სასურველი კ-2-ით; სექციის სართულები იცვლება 3D-ში სახელურის გაწევით ან + / −; კორპუსის სწრაფი ხაზვა, გადაადგილება, მობრუნება, ჩაკეტვა; ვიზუალური რეჟიმები (თეთრი მაკეტი, ფუნქციები, ბინები და კვანძები ფერებით, სართულიანობა, გამჭვირვალე, სიმაღლის ზღვარი, რენდერი); ციფრები ცოცხლად — GFA ფუნქციებით, კ-1, კ-2, ბინების მიქსი (1–4 ოთახიანი), მცხოვრებები, ავტოსადგომები, მზე ეზოში და სახურავებზე; მოთხოვნების სია; ვარიანტების შედარება სურათებით; ბრძანებები სიტყვებით („დაამატე 2 სართული ყველას“, „2 ზოლი“, „სიმაღლე 24 მ-მდე“); CSV ცხრილი და 4K სურათი. ანალიზი: დღის სინათლე ფასადებზე (VSC), მზე ფასადებზე, ხმაურის შეფასება გზებიდან, დაბალი ადგილები წყალთან, მანძილები გაჩერებამდე, სკოლამდე, მაღაზიამდე, პარკამდე; რიგითი სახლები; გამწვანების და ავტოსადგომის მოთხოვნები; ოპტიმიზაცია — ასობით სქემის შემოწმება და საუკეთესოს შენახვა; ნაკვეთი DXF / GeoJSON / KML ფაილიდან; IFC 4, 3D ნახვის ფაილი და ანგარიში PDF-ად. იპოვეთ ადგილი რუკაზე სახელით, მისამართით ან კოორდინატებით და მონიშნეთ ნაკვეთის კონტური, წრე ან ზუსტი ზომის მართკუთხედი — აპი თვითონ ჩამოტვირთავს მიმდებარე შენობებს სიმაღლეებით, გზებს, მწვანესა და წყალს (OpenStreetMap), რელიეფს და ჰორიზონტალებს, ქარის ვარდს და კლიმატს (NASA POWER) და ააგებს 3D დიაგრამას: მზის ტრაექტორია, რეალური ჩრდილები ნებისმიერ დღესა და საათზე, მზის საათების რუკა, ქარის ნაკადები, მანძილის წრეები. დაამატეთ ნაკვეთი, მოცულობები ან საკუთარი 3D მოდელი (GLB, OBJ), ისრები, ფეხით და სატრანსპორტო ნაკადები, ხედები, ხმაური, ზონები და წარწერები. 22 სტილი, მათ შორის მაკეტის სტილები (ხე და PVC, მთლიანად ხე, კორპი, მუყაო, თაბაშირი, აკრილი…); 36 სტიკერი (ადამიანები, ხეები, ტრანსპორტი, ავეჯი) — ცალკე, რიგად ან გაფანტულად; ქუჩების სახელები ქართულად / ინგლისურად. ანალიზი და GIS: ჩრდილების კვლევა საათობრივად, ჭრილი A–A′, იზოვისტი, დახრილობა / ექსპოზიცია / სიმაღლე, UTM კოორდინატები, GeoJSON / KML იმპორტი, WMS / XYZ ფენა, GeoJSON / KML / CSV / UTM DXF / PNG+PGW ექსპორტი. საკუთარი 3D მოდელი (GLB, glTF, FBX, DAE, OBJ, 3DS, STL, PLY) ზუსტად ჯდება მონიშნულ კონტურში — გადაადგილება, მობრუნება, დახრა, მასშტაბი, ზუსტი ზომები; არსებული შენობები კონტურში იმალება და ანალიზი თქვენი შენობის გარშემო კეთდება. პრეზენტაცია: შენახული ხედები, სლაიდშოუ, ტურის ვიდეო, ჩარჩო ლეგენდით. PNG 4K-მდე, A3 დაფა, SVG, DXF, 3D ფაილები.

ვერსია
1.6.0
ფორმატი / მოთხოვნები
საპრეზენტაციო სტუდია: სლაიდები და ფურცლები (16:9, 4:3, 1:1, A0–A4, Letter, Tabloid, საკუთარი ზომა), 7 თემა, 13 განლაგება, 18 გრაფიკი, რიცხვები, ცხრილები, ლეგენდები, რუკები და ნახაზები 38 სტილით, 3D ხედები ორივე დიაგრამიდან, სიმბოლოები და ხატულები, შტამპი, ავტო-პრეზენტაცია, ჩვენება → PDF / PowerPoint / PNG / SVG / HTML · DIAGRAM 2: ფენები და ქვეფენები სტილით, Colorgram პალიტრები, 38 დიაგრამა (16 ერთი დაჭერით) და 8 შესანახი ადგილი, დაშლილი და დასაწყობებული დიაგრამა წრიული ან კვადრატული ფირფიტებით, მზე, ჩრდილი, რადიაცია, ქარის ნაკადი, ტემპერატურა, კომფორტი, ცის ხილვადობა, ხილვადობა, ფეხით მისაწვდომობა, ფეხით სავალობა, ხმაური, დატბორვა, მცენარეულობა, ადგილის ანგარიში, ჭრილი, ლაზერული ჭრა, ფენოვანი SVG / PDF, OBJ / glTF / GLB / 3D DXF, სლაიდები · რუკა: ძებნა სახელით / მისამართით, კონტური, წრე, მართკუთხედი → კონტექსტი, რელიეფი, მზე, ქარი · განაშენიანება: კვარტალი, ზოლები, რიგითი სახლები, კოშკები, სტილობატი — სართულები გაწევით, ბინების მიქსი, კ-1 / კ-2, გამწვანება, პარკინგი, მზე ეზოში, დღის სინათლე (VSC), ხმაური, მანძილები, ოპტიმიზაცია, ვარიანტები, ბრძანებები სიტყვებით · IFC 4 · 3D ნახვის ფაილი · ანგარიში PDF · ნაკვეთი DXF-იდან · 22 სტილი (მაკეტებიც) · საკუთარი მოდელები (GLB, FBX, DAE, OBJ, 3DS, STL, PLY) კონტურში · სტიკერები · ჩრდილების კვლევა, ჭრილი, იზოვისტი · GIS: UTM, GeoJSON, KML, PGW · პრეზენტაცია · PNG / 4K · WebM · A3 · SVG · DXF · GLB / OBJ / STL
გახსნა
საიტზე ან ცალკე ფანჯარაში
ინსტალაცია
არ საჭიროებს
ინსტრუქცია
პრეზენტაცია: ზედა ღილაკი „პრეზენტაცია“ → მარცხნივ გვერდები (+ გვერდი — განლაგება; გადათრევით გადალაგება), შუაში გვერდი (გადაადგილება, კუთხეებით ზომა, წრით მობრუნება, ტექსტზე ორჯერ დაჭერა — რედაქტირება), მარჯვნივ: ჩასმა, ფორმატი, გვერდი, პრეზენტაცია. „ავტო-პრეზენტაცია“ ააწყობს მთელ პრეზენტაციას; „ჩვენება“ (F5) — სრულ ეკრანზე; „ექსპორტი“ — PDF, PowerPoint, PNG, SVG, HTML. DIAGRAM 2: ზედა ღილაკი „DIAGRAM 2“ → 01 ფენები (ადგილის ზომა და ფორმა, ფენები და ქვეფენები, ფერის ღილაკი — სტილის ფანჯარა) → 02 სტილი → 03 ანალიზი → 04 დიაგრამა (16 ღილაკი, გალერეა, 8 ადგილი) → 05 დაშლა / დასაწყობება → 06 3D (ხედი, ფასადები, ჭრილი) → 07 ექსპორტი → 08 ანგარიში. „DIAGRAM“ ღილაკით ბრუნდებით ძველ რეჟიმში — პროექტი იგივეა. 1. „ადგილი“ → „რუკაზე არჩევა“: იპოვეთ ადგილი, მონიშნეთ კონტური, წრე ან მართკუთხედი და „მონიშნულის დამუშავება“ — ან ჩაწერეთ მისამართი / კოორდინატები. 2. „კონტექსტი“: საფუძველი (დიაგრამა, რუკა, თანამგზავრი), ფენები, რელიეფი და ჰორიზონტალები, მანძილის წრეები, კადრი (კვადრატი, წრე). შენობაზე დაჭერით — სიმაღლის შეცვლა ან დამალვა. 3. „განაშენიანება“: აირჩიეთ ტიპი და სიმაღლეები → „გენერირება“; სექციაზე დაჭერით — ↕ სახელურის გაწევა ან + / −; „კორპუსის ხაზვა“ — ორი წერტილი; ბრძანების ველში ჩაწერეთ, მაგ. „დაამატე 2 სართული ყველას“; ვიზუალური რეჟიმები, ბინების მიქსი, მოთხოვნები, ვარიანტები. 3ა. „პროექტი“: კონტურის ზომები (წვეროები, გვერდები, მართკუთხედი), მოცულობები, 3D მოდელები — „კონტურში ჩასმა“, გიზმო, ზუსტი ზომები, შენობების დამალვა. 4. „მზე“: თარიღი და საათი ქვედა ზოლზე, ▶ — დღის ანიმაცია; მზის საათების დათვლა. 5. „ქარი, კლიმატი“: ქარის ვარდი სეზონებით, ნაკადები, კლიმატის დიაგრამები; ან ატვირთეთ .epw. 6. „ანალიზი, GIS“: ჩრდილების კვლევა, ჭრილი, იზოვისტი, რელიეფის ფენები, კოორდინატები, GeoJSON / KML / WMS ფენები და GIS ფაილები. 7. „სიმბოლოები“: სტიკერები და სიმბოლოები — აირჩიეთ და დააჭირეთ მიწაზე (ისრები — გაწევით, ნაკადები და ზონები — წერტილებით, Enter — დასრულება); ისრებით გადაადგილება, R — მობრუნება, Ctrl+D — ასლი. 8. „სტილი“ და „ექსპორტი“: დიაგრამის ან მაკეტის სტილი; ხედების შენახვა და ჩვენება, სურათი ჩარჩოთი, ვიდეო, A3 დაფა, SVG, DXF, GLB / OBJ / STL, პროექტის ფაილი. პროექტები ავტომატურად ინახება ამ ბრაუზერში.
ფასიუფასო
აპის გახსნა ↗
BIMX ნაკვეთი · განაშენიანების და ხარჯების კალკულატორი
BIMX ნაკვეთი · განაშენიანების და ხარჯების კალკულატორი
ახალიუფასო

შეიყვანეთ ნაკვეთის ფართობი, ქალაქი და ფუნქციური ზონა — აპი თვითონ იღებს ზონის კოეფიციენტებს (კ-1, კ-2, კ-3, სიმაღლე, მინიმალური ფართობი) კანონმდებლობის ბაზიდან, მუხლის მითითებით, და ითვლის, რა…

ნაკვეთი, ზონა, კ-1 / კ-2 / კ-3 → შენობის მოცულობა, ხარჯები, მოგება · PDF ანგარიში
უფასოv1.5.0
ახალიუფასო

BIMX ნაკვეთი · განაშენიანების და ხარჯების კალკულატორი

შეიყვანეთ ნაკვეთის ფართობი, ქალაქი და ფუნქციური ზონა — აპი თვითონ იღებს ზონის კოეფიციენტებს (კ-1, კ-2, კ-3, სიმაღლე, მინიმალური ფართობი) კანონმდებლობის ბაზიდან, მუხლის მითითებით, და ითვლის, რა და რამხელა შენობის აშენება შეიძლება: ფართი მიწაზე, მიწისზედა და მიწისქვეშა ფართი, სართულები, სიმაღლე, გამწვანება, ბინების რაოდენობა, პარკინგი, და ამოწმებს ნორმებს. დაახლოებითი რეჟიმი ნორმებიდან ითვლის, ზუსტი — თქვენს პროექტს ამოწმებს. ხარჯები: შავი / თეთრი / მწვანე კარკასი და რემონტი, მოედანი და ქსელები, არქიტექტურული, კონსტრუქციული და სხვა პროექტები, კვლევები, ზედამხედველობა, მოსაკრებლები, დღგ; ბინის რემონტის ხარჯთაღრიცხვა და მასალები; გაყიდვები, მოგება, თვითღირებულება მ²-ზე. სცენარების შენახვა და შედარება, ანგარიში PDF-ად, შეთავაზების მოთხოვნა. ყველა ფასს და კოეფიციენტს ადგენს და ადასტურებს საიტის მფლობელი — აპში ან BIMX ჩატის აპლიკაციიდან.

ვერსია
1.5.0
ფორმატი / მოთხოვნები
ნაკვეთი, ზონა, კ-1 / კ-2 / კ-3 → შენობის მოცულობა, ხარჯები, მოგება · PDF ანგარიში
გახსნა
საიტზე ან ცალკე ფანჯარაში
ინსტალაცია
არ საჭიროებს
ინსტრუქცია
1. აირჩიეთ ქალაქი, ზონა და შენობის ტიპი, შეიყვანეთ ნაკვეთის ფართობი. ზონის ნორმები ჩანს მუხლის მითითებით; თუ ნაკვეთს სხვა პირობები აქვს (გრგ, ამონაწერი), შეიყვანეთ საკუთარი მნიშვნელობა. 2. „პროექტი“: დაახლოებითი — ნორმებიდან, ან ზუსტი — თქვენი პროექტის ფართები და სიმაღლე. 3. აირჩიეთ მზადყოფნა (შავი / თეთრი / მწვანე კარკასი, რემონტი), საჭირო მომსახურება და მოედნის სამუშაოები. 4. სურვილისამებრ: რემონტის ხარჯთაღრიცხვა და გაყიდვების / მოგების გაანგარიშება. 5. „შენახვა“ ინახავს სცენარს, „შედარება“ — გვერდიგვერდ; „ანგარიში / PDF“ — ბეჭდვა. საიტის მფლობელი: „ფასების მართვა“ — ყველა ფასი, ზონა, კოეფიციენტი, მომსახურება, რემონტის პაკეტი და მასალა; „დადასტურება“ აღნიშნავს შემოწმების თარიღს; ისტორიაში ჩანს ყველა ცვლილება. იგივე შესაძლებელია BIMX ჩატის აპლიკაციიდან.
ფასიუფასო
აპის გახსნა ↗
BIMX Residence · ინტერაქტიული საცხოვრებელი კომპლექსი
BIMX Residence · ინტერაქტიული საცხოვრებელი კომპლექსი
ახალიუფასო

საცხოვრებელი პროექტის ინტერაქტიული პრეზენტაცია გაყიდვებისთვის. ჩააგდეთ შენობის რენდერი — ფასადები და სართულები ამოიცნობა ავტომატურად (კუთხეები და სართულის ხაზები ხელით ზუსტდება); შემდეგ დაამატეთ გარემოს 360° ფოტო, სართულის…

რენდერები JPG / PNG / WebP · 360° პანორამები · სართულისა და ბინის გეგმები · CSV → HTML ფაილი / საჯარო გვერდი
უფასოv1.3.0
ახალიუფასო

BIMX Residence · ინტერაქტიული საცხოვრებელი კომპლექსი

საცხოვრებელი პროექტის ინტერაქტიული პრეზენტაცია გაყიდვებისთვის. ჩააგდეთ შენობის რენდერი — ფასადები და სართულები ამოიცნობა ავტომატურად (კუთხეები და სართულის ხაზები ხელით ზუსტდება); შემდეგ დაამატეთ გარემოს 360° ფოტო, სართულის გეგმა და ბინების გეგმები. ფასადი ყოველ სართულზე თავისი გეგმის მიხედვით იყოფა ბინებად. ვიზიტორი ფასადზე ხედავს ყოველ ბინას სტატუსით (თავისუფალი / დაჯავშნილი / გაყიდული) და ნომრით, ფილტრავს ოთახებით, ფართით, სართულით და ფასით, ხსნის ბინის ბარათს მისი გეგმით, უყურებს ხედს ფანჯრიდან სწორედ იმ სართულის სიმაღლიდან, ცვლის დღეს და ღამეს, ხედავს მზის შუქს და პირდაპირი მზის საათებს, ადარებს ბინებს, ბეჭდავს გეგმას და აგზავნის მოთხოვნას. შედეგი — ერთი HTML ფაილი ან საიტის მფლობელისთვის საჯარო გვერდი საიტზე.

ვერსია
1.3.0
ფორმატი / მოთხოვნები
რენდერები JPG / PNG / WebP · 360° პანორამები · სართულისა და ბინის გეგმები · CSV → HTML ფაილი / საჯარო გვერდი
გახსნა
საიტზე ან ცალკე ფანჯარაში
ინსტალაცია
არ საჭიროებს
ინსტრუქცია
1. „პროექტი“: სახელი, მისამართი, კოორდინატები (მზისთვის); შენობის სართულების რაოდენობა და სიმაღლეები (ამოცნობას სჭირდება). 2. „რენდერი“: ჩააგდეთ ერთი კამერის რენდერები (დღე, საღამო, ღამე). ფასადები და სართულები ამოიცნობა ავტომატურად — გადაათრიეთ კუთხეები ① – ④ და სართულის ხაზები, მიუთითეთ საით იყურება ფასადი. ვერ იპოვა — „მიუთითეთ შენობაზე“ ან 4 კუთხე ხელით. 3. „360° ხედი“: ჩააგდეთ დრონის 360° პანორამა ნაკვეთიდან, მიუთითეთ გადაღების სიმაღლე და მიმართულება (კომპასით შეამოწმეთ). რეკომენდაცია: ყოველ ~15 მ-ში. 4. „სართულის გეგმა“: ჩააგდეთ გეგმა, მიუთითეთ სართულები (მაგ. 2-13) და ჩრდილოეთი, „ბინების მონიშვნა“ — შემოხაზეთ ბინები; ფასადი ავტომატურად დაიყოფა. 5. „ბინის გეგმა“: ჩააგდეთ ბინების გეგმები (ფაილის სახელი = ბინის ასო). 6. „ბინები“: „შექმნა“, შემდეგ ფასი და სტატუსი ცხრილში ან CSV-ით (Excel). 7. „დამატებით“: კონტაქტი, ვალუტა, გალერეა, უპირატესობები. „ნახვა“ — ისე, როგორც ვიზიტორი დაინახავს. 8. „გამოქვეყნება“: HTML ფაილი ან პროექტის ფაილი; საიტის მფლობელი — გვერდი /residence/…, ჩასმა: [bimx_residence id="…"]. პროექტები ინახება ამ ბრაუზერში — შეინახეთ პროექტის ფაილი. მზის საათები მეზობელი შენობების ჩრდილს არ ითვალისწინებს.
ფასიუფასო
აპის გახსნა ↗
BIMX IFC Studio · BIM კოორდინაცია
BIMX IFC Studio · BIM კოორდინაცია
ახალიუფასო

BIM მოდელების კოორდინაცია ბრაუზერში — არქიტექტორის, კონსტრუქტორისა და MEP ინჟინრისთვის. გახსენით რამდენიმე IFC ერთად (არქიტექტურა, კონსტრუქცია, ინჟინერია), შექმენით სართულის გეგმები და ვერტიკალური ჭრილები მასალის შტრიხით და…

IFC 2x3 / 4 / 4x3 · DXF · glTF / GLB · OBJ · BCF 2.1 · RVT / RFA / DWG / PLN — ინფორმაცია და ექსპორტი
უფასოv1.2.0
ახალიუფასო

BIMX IFC Studio · BIM კოორდინაცია

BIM მოდელების კოორდინაცია ბრაუზერში — არქიტექტორის, კონსტრუქტორისა და MEP ინჟინრისთვის. გახსენით რამდენიმე IFC ერთად (არქიტექტურა, კონსტრუქცია, ინჟინერია), შექმენით სართულის გეგმები და ვერტიკალური ჭრილები მასალის შტრიხით და გამოიტანეთ SVG-ად მასშტაბში ან DXF-ად; ჭრის ყუთი, გაზომვები (მანძილი, სიმაღლე, კუთხე, ფართობი, ელემენტებს შორის დაშორება), რაოდენობები და განრიგები (ოთახები, კარები, ფანჯრები, კონსტრუქციის მოცულობები, MEP სისტემები, მასალები), კოლიზიების ძებნა, მოდელის შემოწმება, BCF შენიშვნები და მზე/ჩრდილების ანალიზი. AutoCAD DXF სრულად იხსნება; Revit (RVT/RFA), DWG და Archicad PLN დახურული ფორმატებია — ჩანს ფაილის ინფორმაცია და IFC/DXF ექსპორტის გზა.

ვერსია
1.2.0
ფორმატი / მოთხოვნები
IFC 2x3 / 4 / 4x3 · DXF · glTF / GLB · OBJ · BCF 2.1 · RVT / RFA / DWG / PLN — ინფორმაცია და ექსპორტი
გახსნა
საიტზე ან ცალკე ფანჯარაში
ინსტალაცია
არ საჭიროებს
ინსტრუქცია
1. „ფაილის გახსნა“ — IFC (რამდენიმე ერთად), DXF, GLB/glTF, OBJ ან BCF. RVT, RFA, DWG და PLN-ზე გამოჩნდება ფაილის ინფორმაცია და როგორ გამოიტანოთ IFC/DXF. ან „სადემონსტრაციო შენობა“. 2. ზემოთ აირჩიეთ როლი: არქიტექტორი, კონსტრუქტორი ან MEP ინჟინერი — დანარჩენი დისციპლინები გამჭვირვალე ხდება, ფერები ერგება როლს. 3. „ჭრილები“: სართულის გეგმა (ჭრა 1.2 მ-ზე), ვერტიკალური ჭრილი ორი წერტილით (C), ჭრის ყუთი (B). ჭრის ზედაპირები ივსება მასალის შტრიხით; „SVG“ იბეჭდება მასშტაბში (1:50 – 1:500), „DXF“ — მმ-ში, ფენებით. 4. მარჯვნივ — ელემენტის პარამეტრები და „გაზომვა“ (მანძილი, სიმაღლე და დახრა, კუთხე, ფართობი, წერტილის კოორდინატები, ორ ელემენტს შორის დაშორება). 5. „ცხრილები“: რაოდენობები და განრიგები (CSV/Excel), კოლიზიები (მაგ. MEP ↔ კონსტრუქცია, CSV და BCF), მოდელის შემოწმება, BCF შენიშვნები (Revit, Archicad, Solibri, BIMcollab). 6. „ხედები“: სტანდარტული და შენახული ხედები, ფერები კლასით / სართულით / მასალით / სისტემით / პარამეტრით, დაშლა, მზე და ჩრდილები თარიღისა და დროის მიხედვით. ფაილები მუშავდება თქვენს ბრაუზერში და საიტზე არ იგზავნება. რაოდენობები IFC-ის Qto-დანაა, თუ ის არ არის — გეომეტრიიდან (≈). ეს კოორდინაციის დამხმარეა: გადაწყვეტილებები გადაამოწმეთ ავტორის მოდელსა და ნორმებში.
ფასიუფასო
აპის გახსნა ↗
BIMX Manager · პროექტების მართვა
BIMX Manager · პროექტების მართვა
ახალი

BIMX Manager — არქიტექტურული და საინჟინრო პროექტების მართვა ერთ სივრცეში: პროექტები, დავალებები, გუნდი, მერიის განცხადებები და შეხვედრები. [პროექტები] • პროექტები, ეტაპები, დავალებები ვადებით და შემსრულებლებით •…

ბრაუზერი, Windows, macOS, Android, iPhone (PWA)
150,00 ₾v1.0.0
ახალი

BIMX Manager · პროექტების მართვა

BIMX Manager — არქიტექტურული და საინჟინრო პროექტების მართვა ერთ სივრცეში: პროექტები, დავალებები, გუნდი, მერიის განცხადებები და შეხვედრები. [პროექტები] • პროექტები, ეტაპები, დავალებები ვადებით და შემსრულებლებით • ხარისხის კონტროლი და სამოქმედო გეგმა • პროექტის ფაილები ერთ ადგილას [მერია] • მერიის განცხადებების სტატუსები • ატვირთეთ მერიის პასუხი (PDF) — AI ამოიღებს ხარვეზებს, მუხლებს და პასუხის ვადებს • შეკითხვები პროექტის დოკუმენტებზე [გუნდი] • გუნდები, როლები და უფლებები • შეხვედრების კალენდარი და შეტყობინებები [ყველგან] • შესვლა Google-ით ან ელ-ფოსტით • დააყენეთ კომპიუტერზე ან ტელეფონზე როგორც აპლიკაცია • ქართული, ინგლისური, რუსული

ვერსია
1.0.0
ფორმატი / მოთხოვნები
ბრაუზერი, Windows, macOS, Android, iPhone (PWA)
გახსნა
საიტზე ან ცალკე ფანჯარაში
ინსტალაცია
PWA მხარდაჭერით
წვდომა
უვადო
ინსტრუქცია
1. დააჭირეთ „აპის გახსნა“ და შედით Google-ით ან დარეგისტრირდით ელ-ფოსტით. 2. ახალი ანგარიში ადმინისტრატორის დადასტურებას ელოდება — დადასტურების შემდეგ აპში შეტყობინება მოვა. 3. დაყენება: კომპიუტერზე Chrome/Edge-ში მისამართის ზოლის „Install“; Android-ზე მენიუ ⋮ → „Install app“; iPhone-ზე Safari → Share → „Add to Home Screen“. AI ანალიზი შეიძლება შეცდეს — ვადები და მუხლები შეამოწმეთ ორიგინალ დოკუმენტში.
ფასი150,00 ₾

წინასწარი რეგისტრაცია არ არის საჭირო: ანგარიში შეიქმნება გადახდისას თქვენი ელფოსტით. წვდომა იხსნება გადახდის დადასტურების შემდეგ.

BIMX Build-Up · ნაკვეთიდან ინტერიერამდე
BIMX Build-Up · ნაკვეთიდან ინტერიერამდე
ახალიუფასო

ატვირთეთ ერთი რაკურსიდან გადაღებული ეტაპები (ნაკვეთი → ფუნდამენტი → კარკასი → … → მზა შენობა), ინტერიერის რენდერები და 360° ფოტოები. აპი შენობას „ააშენებს“ — ყოველი ახალი…

JPG, PNG, WebP · 360° equirectangular → MP4 / WebM · HTML ვებ-ტური
უფასოv1.1.0
ახალიუფასო

BIMX Build-Up · ნაკვეთიდან ინტერიერამდე

ატვირთეთ ერთი რაკურსიდან გადაღებული ეტაპები (ნაკვეთი → ფუნდამენტი → კარკასი → … → მზა შენობა), ინტერიერის რენდერები და 360° ფოტოები. აპი შენობას „ააშენებს“ — ყოველი ახალი ეტაპი წინადან ნაწილ-ნაწილ, მიწიდან ზემოთ იზრდება — შემდეგ კამერა კარიდან შედის, ათვალიერებს ინტერიერს და 360° ხედებს. შედეგი: ვიდეო (16:9, Reels 9:16, 1:1) ან ინტერაქტიული ვებ-ტური, სადაც სქროლვით შენდება სახლი და 360° ხედს მაუსით ან თითით აბრუნებთ.

ვერსია
1.1.0
ფორმატი / მოთხოვნები
JPG, PNG, WebP · 360° equirectangular → MP4 / WebM · HTML ვებ-ტური
გახსნა
საიტზე ან ცალკე ფანჯარაში
ინსტალაცია
არ საჭიროებს
ინსტრუქცია
1. ექსტერიერი: ატვირთეთ ეტაპები ერთი და იმავე რაკურსიდან, რიგით (ფაილის სახელით ლაგდება: 01, 02…). ბოლო ფოტო — მზა ვიზუალი. თუ მხოლოდ ნაკვეთი და ვიზუალი გაქვთ (ან მარტო ვიზუალი), ნახაზისა და კონსტრუქციის ეტაპებს აპი თავად შექმნის — „აშენების ზონით“ მიუთითეთ, სად არის შენობა. 2. „შესასვლელი“ — დააჭირეთ კარს, საიდანაც კამერა შევა. 3. ინტერიერის რენდერები და 360° ფოტოები (equirectangular, 2:1). 360° ხედს გადახედვაში თავად აბრუნებთ — ეს მიმართულება გადადის ვიდეოსა და ტურში. 4. ეტაპებს, ოთახებს და პანორამებს მიეცით სახელები; რიგი იცვლება ისრებით. 5. „ინტერაქტიული ვებ-ტური“ — ერთი HTML ფაილი (სქროლვა, ავტომატური ტური, 360° გადათრევა, KA/EN); ატვირთეთ ნებისმიერ ჰოსტინგზე ან გაუგზავნეთ კლიენტს. 6. „ვიდეოს შექმნა“ — MP4 ან WebM (ბრაუზერის მიხედვით), იწერება რეალურ დროში: ჩანართი ღია დატოვეთ. ფოტოები სერვერზე არ იგზავნება. ეს არის 2D მონტაჟი თქვენი სურათებიდან და არა ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ახალი კადრები: რაც უფრო ზუსტად ემთხვევა ეტაპების რაკურსი, მით უფრო ბუნებრივად „იზრდება“ შენობა.
ფასიუფასო
აპის გახსნა ↗
BIMX Motion · რენდერის კინემატოგრაფია
BIMX Motion · რენდერის კინემატოგრაფია
ახალიუფასო

ერთი სტატიკური რენდერიდან კინემატოგრაფიული მოძრაობა: Depth-Anything V2 ბრაუზერში ითვლის სიღრმის რუკას, Three.js ამ რუკით „ააწევს“ კადრს და კამერა მოძრაობს სივრცეში. სტილები: დოლი/ორბიტა, დღიდან ღამემდე (ჩრდილები გრძელდება,…

JPG, PNG, WebP → MP4 (H.264 / VP9 / AV1) · 720p–4K
უფასოv1.1.0
ახალიუფასო

BIMX Motion · რენდერის კინემატოგრაფია

ერთი სტატიკური რენდერიდან კინემატოგრაფიული მოძრაობა: Depth-Anything V2 ბრაუზერში ითვლის სიღრმის რუკას, Three.js ამ რუკით „ააწევს“ კადრს და კამერა მოძრაობს სივრცეში. სტილები: დოლი/ორბიტა, დღიდან ღამემდე (ჩრდილები გრძელდება, ფანჯრები ინთება), თიხიდან/ხაზებიდან რენდერამდე (შედარების სლაიდერი), ატმოსფერო (ქარი, წყალი, ღრუბლები). ექსპორტი MP4 4K-მდე, 60 კადრი/წმ. არჩევითად — AI ვიდეო Runway / Luma / Kling სერვისებით.

ვერსია
1.1.0
ფორმატი / მოთხოვნები
JPG, PNG, WebP → MP4 (H.264 / VP9 / AV1) · 720p–4K
გახსნა
საიტზე ან ცალკე ფანჯარაში
ინსტალაცია
არ საჭიროებს
ინსტრუქცია
1. ჩააგდეთ რენდერი (JPG, PNG, WebP) — ფაილი ბრაუზერში რჩება. 2. პირველად Depth-Anything-ის მოდელი (~25 MB) Hugging Face-იდან იტვირთება და ბრაუზერი ინახავს; თუ ვერ ჩაიტვირთა, აპი მიახლოებით სიღრმეს იყენებს (ზედა ნიშანი გეტყვით რომელი მუშაობს). 3. აირჩიეთ სტილი და შეასწორეთ ინსპექტორში: სიღრმე, კამერის მოძრაობა, ორბიტა, ციკლის ხანგრძლივობა; „ფოკუსის წერტილი“ — დააჭირეთ კადრს. 4. ღამისთვის: „ფანჯრების მონიშვნა“ — გადაათრიეთ მართკუთხედი თითო ფანჯარაზე. 5. ხედები: რენდერი / თიხა / ხაზები / სიღრმე / ნიღბები; შედარების სლაიდერი — „თიხიდან რენდერამდე“. 6. ექსპორტი: 720p–4K, 30/60 კადრი, 1–3 ციკლი; ვიდეო იქმნება კადრ-კადრად (WebCodecs) და იწერება MP4-ში. 7. AI ვიდეო მუშაობს მხოლოდ მაშინ, როცა საიტის მფლობელმა სერვისი დააკავშირა; მანამდე — Mock რეჟიმი. საუკეთესოა Chrome ან Edge (WebGPU). ეს არის 2.5D მოძრაობა სიღრმის რუკით და არა სრული 3D მოდელი: დიდი კამერის მოძრაობისას ობიექტების კიდეები შეიძლება გაიწელოს.
ფასიუფასო
აპის გახსნა ↗
BIMX Sketch · Excalidraw
BIMX Sketch · Excalidraw
ახალიუფასო

იდეების, არქიტექტურული ესკიზებისა და სამუშაო სქემების ციფრული დაფა. დახაზეთ ფორმები, დაამატეთ ტექსტი და ფოტოები, შეინახეთ ნახაზი და ჩამოტვირთეთ PNG, SVG ან .excalidraw ფორმატში.

Desktop / tablet / mobile browser
უფასოv1.0.0
ახალიუფასო

BIMX Sketch · Excalidraw

იდეების, არქიტექტურული ესკიზებისა და სამუშაო სქემების ციფრული დაფა. დახაზეთ ფორმები, დაამატეთ ტექსტი და ფოტოები, შეინახეთ ნახაზი და ჩამოტვირთეთ PNG, SVG ან .excalidraw ფორმატში.

ვერსია
1.0.0
ფორმატი / მოთხოვნები
Desktop / tablet / mobile browser
გახსნა
საიტზე ან ცალკე ფანჯარაში
ინსტალაცია
არ საჭიროებს
ინსტრუქცია
1. გახსენით აპლიკაცია აქვე ან ცალკე ფანჯარაში. 2. აირჩიეთ ფორმა, ფანქარი, ტექსტი ან სურათი. გადაადგილება — Space + მაუსი; გაუქმება — Ctrl/Cmd + Z. 3. ნახაზი ავტომატურად ინახება ამ ბრაუზერში. მოწყობილობის შეცვლამდე ჩამოტვირთეთ .excalidraw ფაილი. გასახსნელად გამოიყენეთ მენიუ → Open. 4. ჩამოტვირთვის მენიუდან აირჩიეთ PNG, SVG ან .excalidraw. რედაქტორის ხელსაწყოები ინგლისურია; BIMX-ის გარსი — ქართული/ინგლისური. ეს ვერსია ერთმომხმარებლიანია და არ შეიცავს ღრუბლოვან სინქრონიზაციას ან ერთობლივ რედაქტირებას.
ფასიუფასო
აპის გახსნა ↗
BIMX Planner · Sweet Home 3D
BIMX Planner · Sweet Home 3D
ახალიუფასო

ინტერიერის დაგეგმვა ბრაუზერში: დახაზეთ კედლები და ოთახები, განათავსეთ ავეჯი, შეცვალეთ ზომები და დაათვალიერეთ სივრცე 3D-ში. შეინახეთ პროექტი ბრაუზერში ან ჩამოტვირთეთ ფაილად.

2D / 3D · SH3D / SH3X · WebGL
უფასოv1.1.0
ახალიუფასო

BIMX Planner · Sweet Home 3D

ინტერიერის დაგეგმვა ბრაუზერში: დახაზეთ კედლები და ოთახები, განათავსეთ ავეჯი, შეცვალეთ ზომები და დაათვალიერეთ სივრცე 3D-ში. შეინახეთ პროექტი ბრაუზერში ან ჩამოტვირთეთ ფაილად.

ვერსია
1.1.0
ფორმატი / მოთხოვნები
2D / 3D · SH3D / SH3X · WebGL
გახსნა
საიტზე ან ცალკე ფანჯარაში
ინსტალაცია
არ საჭიროებს
ინსტრუქცია
1. ზედა ხელსაწყოებით დახაზეთ კედლები და ოთახები. 2. კატალოგიდან გადმოიტანეთ ავეჯი გეგმაზე. 3. Save ინახავს პროექტს ამ ბრაუზერში; Open ხსნის შენახულ პროექტებს. 4. ჩამოტვირთვა ქმნის დამოუკიდებელ SH3X ფაილს, ფაილის გახსნა იღებს SH3D / SH3X პროექტს (მაქს. 100 MB). 5. შეინახეთ გადმოწერილი ასლები: ბრაუზერის მონაცემების გასუფთავება წაშლის ადგილობრივ პროექტებს. BIMX-ის ზედა პანელი და ინსტრუქცია არის ქართულად/ინგლისურად; რედაქტორის ძირითადი ხელსაწყოები ინგლისურენოვანია. მომხმარებლის ფაილები არ იგზავნება საიტზე. დიდი პროექტებისთვის გამოიყენეთ კომპიუტერი. ძველ SH3D ფაილს სჭირდება Home.xml — შეინახეთ Sweet Home 3D 5.3 ან უფრო ახალი ვერსიით.
ფასიუფასო
აპის გახსნა ↗
BIMX Vector · VTracer
BIMX Vector · VTracer
ახალიუფასო

სურათის ვექტორულ SVG ფაილად გარდაქმნა. შეადარეთ ორიგინალი და შედეგი, შეცვალეთ ფერების სიზუსტე, კონტურები და მცირე დეტალების ფილტრი.

PNG, JPG, WebP, BMP, GIF → SVG
უფასოv1.0.0
ახალიუფასო

BIMX Vector · VTracer

სურათის ვექტორულ SVG ფაილად გარდაქმნა. შეადარეთ ორიგინალი და შედეგი, შეცვალეთ ფერების სიზუსტე, კონტურები და მცირე დეტალების ფილტრი.

ვერსია
1.0.0
ფორმატი / მოთხოვნები
PNG, JPG, WebP, BMP, GIF → SVG
გახსნა
საიტზე ან ცალკე ფანჯარაში
ინსტალაცია
არ საჭიროებს
ინსტრუქცია
1. გახსენით PNG, JPG, WebP, BMP ან GIF ფაილი. 2. აირჩიეთ ფერადი, შავ-თეთრი ან ფოტო რეჟიმი და პარამეტრები. 3. დააჭირეთ „SVG-ში გარდაქმნა“. 4. შეადარეთ შედეგი და ჩამოტვირთეთ SVG. ფაილის მაქსიმალური ზომა 50 MB, გამოსახულება — 60 მეგაპიქსელი. დამუშავებისას მაქსიმალური გვერდია 1024, 2048 ან 3072 პიქსელი თქვენი არჩევანით. GIF-იდან გამოიყენება პირველი კადრი. სურათი არ იგზავნება სერვერზე. პარამეტრების შეცვლის შემდეგ გარდაქმენით ხელახლა.
ფასიუფასო
აპის გახსნა ↗

ჩაშენებული აპები იყენებს ღია კოდის პროექტებს: Excalidraw (MIT), xeokit (AGPL-3.0), web-ifc (MPL-2.0), VTracer (MIT), Sweet Home 3D (GPL). ლიცენზიები და წყაროს კოდი თემასთან ერთად ვრცელდება.

ᲫᲘᲔᲑᲐ
Enter — სრული ძიება საიტზე